AG International Consulting

ბიზნეს იდეის დაფინანსება

ბიზნეს იდეის დაფინანსება

დაფინანსების მოპოვება კრიტიკული წერტილია ბიზნესის განვითარების გზაზე და კომპანიების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს ინვესტიციების განხორციელებას მხოლოდ თავისივე ფინანსებით. გარე დაფინანსების მიღება არ არის ადვილი საქმე, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე. თუმცა, სწორად მომზადებულ საინვესტიციო შემოთავაზებასა და აპლიკაციას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფინანსების მიღების შანსები. წინა წლების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ მრავალი საინტერესო ბიზნეს კონცეფცია, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა ვერ მოახერხა ფინანსების მოზიდვა, ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ იდეის ავტორებმა და პრომოუტერებმა ვერ შეძლეს ამ კონცეფციების ნათლად და კარგად წარმოჩენა და განვრცობა.

„AGIC” ეხმარება კლიენტებს ბიზნეს კონცეფციების მიმზიდველ საინვესტიციო შეთავაზებად გადაქცევაში. ეს მიიღწევა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დეტალური ანალიზის მეშვეობით და როგორც წესი, საინვესტიციო შეთავაზების ფორმას იძენს. უფრო მეტიც, ჩვენ ხშირად წარვუდგენთ საინვესტიციო გეგმას ინვესტორებს ჩვენი კლიენტების სახელით და ვმუშაობთ მათთან ერთად დეტალების გასარკვევად, ვპასუხობთ შეკითხვებს და ვავითარებთ შემდგომ ბიზნეს გეგმებს.  

ჩვენ ვეხმარებით დაფინანსების მოძიებაში კომპანიებს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებიდან, საქართველოს საპარტნიორო ფონდიდან, საერთაშორისო ფინანსური კორპორაციიდან და სხვა შესაბამისი წყაროებიდან.

სხვა სერვისები