AG International Consulting

მენეჯმენტის სერვისები

მენეჯმენტის სერვისები

ახალ ბაზრებზე შემსვლელი ორგანიზაციები ხშირად დგებიან სხვადასხვა გამოწვევების წინაშე, რომლებიც წარმოიშვება კულტურებს შორის, ენასა და ბიზნეს პრაქტიკებს შორის არსებული განსხვავებების შედეგად. თუმცა უმეტესად ამ გამოწვევების მიზეზი სიახლეებია. ის, რაც შესაძლოა იყოს რთული მათთვის, შეიძლება იყოს ძალიან იოლი და მარტივი ადგილობრივი პროფესიონალებისათვის. აქედან გამომდინარე, ადგილობრივად გაწეული დახმარება იმპლემენტაციის ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ვუზრუნველყოფილ  პროექტის შეუფერხებელი, პროდუქტიული, დროული და ბიუჯეტით გათვლისწინებული მიმდინარეობა.  

 „AGIC”  ეხმარება ქართულ ბაზარზე ახალ შემომსვლელებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. აღნიშნული სამუშაო მოიცავს სწორი კომპანიების შერჩევასა და მათთან კონტრაქტის დადებას, ტენდერების შემუშავებასა და გამოცხადებას, სამუშაოს გაიოლებას ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებით, ოფისების ეკიპირებას, შეხვედრების დანიშვნასა და არა მხოლოდ. იგი მოიცავს ყველაფერს, რაც საშუალებას აძლევს კლიენტს კონცენტრირდეს თავის ბიზნესზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვიზრუნებთ სხვადასხვა პროექტებზე, დავალებებსა თუ დეტალებზე. 

ჩვენ ასევე ვეხმარებით ქართველ კლიენტებს პროექტის იმპლემენტაციაში, როდესაც ისინი გადიან საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ პარტნიორი კომპანის ფართო ქსელის მეშვეობით და შესაბამისად ვუზრუნველყოფთ პროექტების იმპლემენტაციას სხვადასხვა სერვისების მეშვეობით, იმ მიზნით, რომ ქართველი კლიენტები იყვნენ პროდუქტიულები და ეფექტურები ახალ ბაზრებზე. 

სხვა სერვისები