AG International Consulting

პარტნიორის მოძიება

პარტნიორის მოძიება

ზრდის ან ბაზრების დივერსიფიკაციის დროს, კომპანიებს ხშირად ესაჭიროებათ პარტნიორები. მწარმოებელ კომპანიებს სჭირდებათ დისტრიბუტორები და კლიენტები, ხოლო ინვესტორებს ესაჭიროებათ სტრატეგიული პარტნიორები. სწორი პარტნიორის ყოლა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მისი მოძიება არც თუ ისე ადვილია. ამასთან, კულტურული სხვაობების გამო, ყოველთვის არ არის ადვილი ბაზარზე შემოსვლა და პარტნიორობა უცხოურ კომპანიებთან. ბიზნეს პრაქტიკები სხვადასხვაგვარია ყველა ქვეყნაში და რაც ამართლებს ერთ ქვეყანაში, შესაძლოა არ გაამართლოს სხვა ქვეყანაში. 

"AGIC" ეხმარება კლიენტებს სწორი პარტნიორის გამოვლენაში. ჩვენ ამ მომსახურებას ვუწევთ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ეძებენ ადგილობრივ პარტნიორებს საქართველოში. ამავდროულად, ჩვენ ვეხმარებით ქართულ კომპანიებს მოიძიონ პარტნიორები სხვა ქვეყნებში. დაწყებული კლიენტებიდან და დისტრიბუტორებიდან, დამთავრებული სტრატეგიული და ფინანსური ინვესტორებით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს გამოავლინონ სწორი პარტნიორი მათთვის საინტერესო სხვადასხვა ბაზარზე. 

ჩვენი სამუშაო იწყება ბაზრის სწრაფი მიმოხილვით და გრძელდება საფუძველის შემოწმებით. ამასთან, ჩვენ ვასრულებთ შუამავლის როლს, რათა დავეხმაროთ კლიენტებს განავითარონ ბიზნეს პარტნიორობეთან ურთიერთობა. ჩვენ გვესმის როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნების კულტურა და ბიზნეს პრაქტიკა. ჩვენ ვიცით, რომ კომპანიებს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული მოლოდინი, აღქმა თუ გაგება. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან ძალიან მჭიდროდ, რათა დავეხმაროთ უკეთესად კომუნიკაციაში და ვუზრუნველვყოთ  თანამშრომლობის დაწყება.  

ჩვენ ვიძიებთ პარტნიორებს ინდივიდუალური კომპანიებისთვის, სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმებისთვის. ჩვენი მიდგომა ასეთ მისიებთან მდგომარეობს იმაში, რომ გამოვავლინოთ კარგი ქართული კომპანიები და დავაკავშიროთ უცხოელ დელეგატებთან. ჩვენ წინასწარ ვამზადებთ მხარეებს, რათა შეხვედრები იყოს პროდუქტიული და ეფექტური.

სხვა სერვისები