AG International Consulting

ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი

ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი

მას შემდეგ, რაც ბაზრის ანალიზი დასრულებულია, პარტნიორი მოძიებული და ბიზნესის არსი განსაზღვრული, აუცილებელია უფრო დეტალური ბიზნეს დაგეგმვა. ინვესტიციას წინ უნდა უძღოდეს საგულდაგულო ანალიზი და დაგეგმვა ბიზნესის სხვადასხვა ასპექტში. ბაზრის ნაწილში ინვესტორმა უნდა განსაზღვროს მომხმარებლის სეგმენტი, შეაფასოს და გააკეთოს შემოსავლის პროგნოზი, ჩამოაყალიბოს საფასო პოლიტიკა, განავითაროს უპირატესობის მოპოვების ხერხები და დასახოს ბაზრის მიზნობრივი წილი. მენეჯმენტის ნაწილში, ინვესტორმა უნდა შექმნას შესაბამისი გამოცდილების მქონე მენეჯმენტის ძლიერი გუნდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ საოპერაციო და საინვესტიციო ხარჯების და შემოსავლების დეტალური შეფასება მისცემს ინვესტორს საშუალებას მიიღოს სწორი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ჩადოს თუ არა კონკრეტულ საქმეში ინვესტიცია.

ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთებისას "AGIC" ირჩევს საგულდაგულო მიდგომას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაკეთებთ ბაზრის, ინვესტიციისა და ხარჯის დეტალურ ანალიზს და შემდეგ ვსახავთ საერთო სურათს. ჩვენ არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, არამედ, დასკვნების გამოტანისას ვეყრდნობით ფაქტებს და სტატისტიკას. ეს ხდის ამ ანალიზს და საბოლოო სურათს დამაჯერებელს და ადვილად დასაცავს კლიენტების ინვესტორისა და სხვა დაინტერესებული პირების წინაშე.

ამასთან, ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს უცხოელი ექსპერტებისგან თანამედროვე ტექნოლოგიის და ნოუჰაუს მოძიებაში და ამგვარად ვამზადებთ ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებას. საქართველოში არსებული სექტორების უმრავლესობაში შეიმჩნევა თანამედროვე ტექნოლოგიების და გამოცდილების ნაკლებობა და შესაბამისად,  განვითარებული ბაზრიდან ტექნოლოგიის ტრანსფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული ბიზნესის ასაწყობად. "AGIC" აქვს გამოცდილება ამგვარი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის განხორციელების საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ირანში.

სხვა სერვისები