AG International Consulting

ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმა

ჩვენი ბიზნეს გეგმის მომსახურებით თქვენ გეხმარებით შეგიდგინოთ დინამიური,  კომპლექსური, დაბალი დანახარჯებით და პროფესიონალურად დაწერილი პროექტი. ჩვენი ბიზნეს გეგმები მორგებულია თქვენს სპეციფიურ ბიზნეს ხედვაზე და კრედიტორის ან ინვესტორის მოლოდინებზე. ჩვენ ყოველთვის ფოკუსირებული ვართ შედეგებზე და კლიენტის კმაყოფილებაზე. ზოგიერთი შესაძლო მიზეზი რისთვისაც შეიძლება დაგჭირდეთ ბიზნეს გეგმა და "AGIC" მხარდაჭერა მოიცავს:

• მოთხოვნას აგრო პროექტების დაფინანსებაზე ფონდებისათვის და ბანკებისათვის;
• მოთხოვნა ბიზნესის დაწყებაზე ან ფრენჩაიზის აღებაზე;
• მოთხოვნა სამუშაო კაპიტალის, გაფართოვების და სხვა აქტივობების დაფინანსებაზე მიმდინარე ბიზნესისათვის;
• ფრენჩაიზის შესყიდვა და დაფინანსება;
• უძრავი ქონების პროექტისათვის, რომლისთვისაც ეძებთ დაფინანსებას;
• კომერციული უძრავი ქონების შესყიდვისათვის;
• ლიზინგის აპლიკაციისთვის;
• აკრედიტაციის ასაღებად როგორც მომწოდებელი, აგენტი ან სერვისის მომწოდებელი;
• პოტენციური სტრატეგიული ალიანსების, პარტნიორების ან ერთობლივი საწარმოების მოძიებისათვის;
• სტრატეგიული დაგეგმარებისათვის;
• წინასწარი კვლევისათვის ბიზნეს იდეის ვარგისიანობის შესახებ;
• ნახევრად დასრულებული ბიზნეს გეგმის სრულყოფაში მოყვანისათვის;
• ზოგადი საკონსულტაციო მომსახურებისათვის;

ბიზნეს გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც გემსახურებათ როგორც თქვენი ბიზნესის სახელმძღვანელო, გადმოსცემს პერსპექტივებსა და ზრდის პოტენციალს. იმისთვის, რომ მოიპოვოთ დაფინანსება ან მიაღწიოთ რომელიმე ზემოთაღნიშნულ მიზანს, თქვენ უნდა გქონდეთ კარგად ჩამოყალიბებული, გამჭვირვალე ბიზნეს გეგმა. ბიზნეს გეგმამ უნდა დაამტკიცოს, რომ ყურადღება გამახვილებულია თითოეულ ასპექტზე რომლის საფუძველზე ბიზნესი მიაღწევს წარმატებას.  

მკითხველმა უნდა შეძლოს ბიზნეს გეგმის წაკითხვა, გაგება და დარწმუნება, რომ ბიზნესის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია. შესაბამისად, ბიზნეს გეგმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო დოკუმენტი, რომელიც სჭირდება ბიზნესს. ძირითადად ბიზნესზე დაფინანსების უარი განპირობებულია დაბალი ხარისხით ფორმულირებულ ბიზნეს გეგმაზე, დეტალებისადმი უყურადღებობაზე, გამჭირვალეობის ნაკლებობაზე, ან კომუნიკაციის დაბალ ხარისხზე რომელიც საჭიროა ბიზნეს გეგმის მომზადების პროცესში. "AGIC"-სთან ერთად თქვენ იქნებით დარწმუნებული, რომ პროფესიონალები მუშაობენ თქვენს გვერდით და გიძღვებიან ბიზნეს გეგმის შედგენის პროცესში, რომელიც მოგიტანთ მნიშვნელოვან გამოცდილებას და პროცესი არ იქნება თქვენთვის მოსაწყენი.

სხვა სერვისები