AG International Consulting

B2B შეხვედრები

B2B შეხვედრები

პრაქტიკიდან გამომდინარე ცნობილია, რომ სავაჭრო-საინვესტიცო მისიების ან სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების დროს, დიდი ყურადღება ეთმობოდა ოფიციალური პირების, სპონსორების ან კონკრეტული ინდუსტრიების წარმომადგენლების მისასალმებელ გამოსვლებსა და პრეზენტაციებს, ხოლო შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ღონისძიების მთავარ მიზანს – რელევანტური/საინტერესო კონტაქტების რიცხვის გაზრდა დროის ლიმიტირებულ მონაკვეთში. ღონისძიებების ასეთმა დაგეგმვამ მონაწილეებში ჩამოაყალიბა აღქმა, რომ მსგავსი ღონისძიებები უმეტესწილად არაპროდუქტიულია. 

"AGIC"-მ  შეიმუშავა, თავისი მიდგომა სავაჭრო და საინვესტიციო მისიების სწორად ორაგანიზებისთვის, რომელის მეშვეობითაც იზრდება მონაწილეთა პროდუქტიულობა, საჭირო და რელევანტური კონტაქტების დაგროვების თვალსაზრისით, რითაც საბოლოო ჯამში კმაყოფილი რჩება კლიენტი  ანუ ღონისძიების დამკვეთი.  სავაჭრო და საინვესტიციო მისიების ორგანიზების სტანდარტული მეთოდისგან განსხვავებით ჩვენი მომსახურება ხაზს უსვამს ორმხრივი შეხვედრების სწორად დაგეგმვას. ორი უმნიშვნელოვანესი მიზანი ამ შემთხვევაში არის ორმხრივი შეხვედრების რაოდენობა და რელევანტურობა.

ეიჯი ინტერნეიშენელ კონსალტინგმა შეიმუშავა ეტაპობრივი მიდგომა სავაჭრო და საინვესტიციო მისიების ორგანიზებისთვის. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვასრულებთ თითოეული ეტაპისთვის წინასწარ დაგეგმილ სამუშაოებს,  თითოეული მათგანის წარმატებით განსახორციელებლად. თავადაპირველად ჩვენ ვგაგმავთ და ვიკვლევთ მონაწილეებს იმისათვის, რომ გავიგოთ დელეგატების მოთხოვნები. სარგებელი ორმხრივი შეხვედრებიდან იზრდება მაშინ, როდესაც სწორად არის აღქმული თუ რა მოლოდინი აქვთ ვიზიტორებს და დელეგატეს. შემდეგ ვპოულობთ შესაფერის ადგილობრივ კომპანიებს და ვუსადაგებთ მათ უცხოურ კომპანიებს. მესამე საფეხურზე ხდება შეხვედრების ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება და პროცესის მეთვალყურეობა.  საბოლოო საფეხურზე კი ხდება მონაწილეთა გამოკითხვა და შედეგების შეფასება. 

ეიჯი ინტერნეიშენელ კონსალტინგი–ს სავაჭრო და საინვესტიციო მომსახურების უპირატესობებია: 

სხვა სერვისები