AG International Consulting

4 ნაკლებად ცნობილი საკითხი, რომელიც განაპირობებს მეწარმის წინსვლას

ყველამ იცის რომ მარკეტინგი და გაყიდვები მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებისთვის, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. სტატიის წაკითხვის შემდგომ თქვენ გეცოდინებათ ყველა ის ნაკლებად-ცნობილი კომპონენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია უკვე წარმატებული  ბიზნესის ზრდისთვის.

ეკონომიკა

ეკონომიკა არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც მეწარმეები უგულისყუროდ ეპყრობიან. მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი პროდუქტი გაგაქვთ ექსპორტზე. შიდა და გლობალური ბაზრების გაცნობა დაგეხმარებათ ტენდენციების პროგნოზირებაში და ეკონომიკის ცვლილებებზე ეფექტურ რეაგირებაში.  ეკონომიკის შესწავლა მიგანიშნებთ ფარული ხარჯების იდენტიფიცირებასა და იმ მომხმარებელთა ფსიქოლოგიის განსაზღვრაში სადაც აპირებთ პროდუქტის გაყიდვას.

პოლიტიკა

ყველასათვის ცნობილია, რომ პოლიტიკა სადავო საკითხია. მიუხედავად პოლიტიკისადმი დამოკიდებულებისა, გარემოს შესწავლა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ არასასურველი საკითხები. მთავრობას აქვს უზარმაზარი გავლენა ყველა ბიზნესზე, არ აქვს მნიშვნელობა პატარაა თუ დიდი. ასე რომ უმჯობესია, ყურადღება მიაქციოთ კანონებს, რომელიც ვრცელდება ადგილობრივ პოლიტიკასა და იმ გარემოზე, სადაც თქვენი ბიზნესი ხორციელდება. მთავრობას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე რეგულაციებისა და გადასახადების საშუალებით. თქვენ იცით რომ ახალი წესები რეგულირდება ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობის მიერ. ასევე საგადასახადო კანონმდებლობა ყოველწლიურად იცვლება, შესაბამისად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ითვალისწინებთ თითოეულ ცვლილებას საგადასახადო კოდექსში. გამოცდილი ბუღალტრის დაქირავება დაგეხმარებათ დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად.

პიროვნული უნარები

პიროვნული უნარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის ზრდისა და წარმატებისთვის. თუ არ ხართ დაინტერესებული პიროვნული უნარების განვითარებით, მაშინ კარგი იქნება, თუ  თქვენი პარტნიორი ან გუნდის წევრი მაინც უზრუნველყოფს ამ საკითხს,  რადგან ამის გარეშე ბიზნესი ვერ იქნება შესაბამისად კონკურენტუნარიანი.

როგორც წესი: კომუნიკაცია, კრეატიულობა, ემოციური ინტელექტი, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება.  ეს არის ინტერპერსონალური უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ ეფექტურად იმუშაოთ მომხმარებელთან, გუნდთან, მოვაჭრეებთან...  

როდესაც ადამიანს აქვს პიროვნული უნარები განვითარებული, ის მარტივად ამყარებს ურთიერთობებს საჭირო ხალხთან. მათ როგორც წესი, უფრო დამაჯერებელი და სასიამოვნო საუბარი შეუძლიათ, შესაბამისად პრობლემურ მომხმარებლთან ურთიერთობაც არ წარმოადგენს სირთულეს მათთვის.

მუდმივი სწავლება

აქ არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, თუ გსურთ წარმატებული საწარმოს შექმნა. მეწარმისთვის წარმატების გასაღები არის სწავლა, მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეს უწევს ბევრი საქმის კეთება, არასდროს არ უნდა დაგაავიწყდეთ საკუთარ თავზე მუშაობა.

საბედნიეროდ, არსებობს უამრავი გზა, რომ გამოყოთ დრო თქვენი თავისთვის და იკითხოთ წიგნები, რომელიც ეხება თქვენს ინდუსტრიას. მოუსმინეთ ჩანაწერებს რომელიც ეფექტური საშუალებაა, მაშინ როდესაც პარალელურად რაიმეს აკეთებთ. რა თქმა უნდა, არსებობს ონლაინ კლასები, სადაც შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა კონრეტულ საგნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეთოდს იყენებთ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყოველდღიურად დაუთმოთ დრო სწავლას ბიზნესისა და მეწარმეობის შესახებ. საბოლოო ჯამში კი, თქვენი ცოდნის გაღრმავებით გაიზრდება თქვენი მოგებაც.

 

უკან