AG International Consulting

როგორ ჩავრთოთ ეფექტურად ახალი თანამშრომელი კომპანიის საქმიანობაში

არავის აქვს ისეთივე დიდი გავლენა ახალი თანამშრომლების წარმატებაზე, როგორც მენეჯერს, რომელიც ქირაობს მათ. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტად დამქირავებელმა მენეჯერმა იცის თუ რა უნარები, რესურსები და კავშირები დასჭირდებათ, რომ გახდნენ ბოლომდე ეფექტურები. მენეჯერები ასევე დიდ ფსონს დებენ ახალი თანამშრომლების ეფექტურობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ფსონის დადების შედეგად ახალი თანამშრმლების სამუშაოს შესრულების სიჩქარე 50%-ით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო სწრაფად და ეფექტურად აღწევენ სასურველ მიზნებს. “ეფექტურობის ბორბალი” ასევე მკვეთრად ამცირებს არასასურველ შედეგებს და ზრდის თანამშრომლის ჩართულობასა და აქტიურობას. ახალი თანამშრომლების  ინტეგიგრება მოითხოვს დიდ შრომას მენეჯერებისგან.

გაიგეთ მათი გამოწვევები

„ეფქტურობის ბორბალი“ ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია საქმის დაწყების დროს, რატომ? იმიტომ რომ ახალი დაქირავებულები, მაშინაც კი თუ ისინი გამოცდილი პროფესიონალები არიან,  უცხოდ გრძნობენ თავს ბიზნესთან, არ ესმით როგორ კეთდება რეალურად საქმე, აქვთ ურთიერთობების ნაკლებობა და სჭირდებათ ადაპტაცია ახალ სამუშაო კულტურასთან. შესაბამისად გამოწვევებმა, რომლებიც კომპანიაში ხვდებათ, შეიძლება თავი აგრძნობინოთ დაუცველად, მაშინაც კი თუ ისინი გარეგნულად მშვიდად არიან. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანები იცვლიან სამსახურის ადგილმდებარეობას, მათ შეაქვთ ცვლილებები პირად ცხოვრებაშიც, ან თუ ისინი გადადიან მაღალ დონეზე, მათ უწევთ მოირგონ ახალი მენეჯერული როლი.

დააჩქარეთ მათი სწავლება

მენეჯერები უნდა დარწმუნდნენ, რომ დაქირავებულებისთვის სამუშაოს დაწყების ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია სწავლა, ვიდრე პირდაპირ საქმის კეთება. ახალი თანამშრომლებისთვის სწრაფად სწავლება ორგანიზაციისა და მათი როლის შესახებ, ხელს შეუწყობს, კრიტიკული პირველი თვის დროულად დასრულებას. სწავლის პროცესის დაჩქარების მიზნით, მენეჯერებმა პირველ რიგში ყურადღება უნდა  გაამახვილონ, რომ ასწავლონ ის რაც დასჭირდებათ სამი მიმართულებით:

ტექნიკური სწავლება- ბიზნესის ფუნდამეტს წარმოადგენს, როგორიცაა, პროდუქტები, მომხმარებლები, ტექნოლოგიები და სისტემები.

კულტურული სწავლება მოიცავს ქცევით ნორმებს და ღირებულებებს , რომელიც ხელს უწობს ორგანიზაციის უნიკალურ ხასიათს.

პოლიტიკური სწავლება ყურადღებას ამახვილებს, იმაზე თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, როგორ მუშაობს ძალა და გავლენა ერთად.

მენეჯერებმა ასევე უმჯობესია იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ ახალ თანამშრომლებს, არა მხოლოდ პირად საკითხებში , არამედ იფიქრონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შემატოს დასაქმებულს.

გახადეთ გუნდის ნაწილი

ამოსავალი წერტილი არის იმის გარკვევა, რომ დარწმუნდეთ გუნდს ნამდვილად ესმის თუ არა რატომ დაიქირავეთ ეს კონრეტული ადამიანი, რა როლი ან როლები აქვს მას ამ „თამაშში“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უფროსმა ოფიციალურად გააცნოს ახალი თანამშრომელი ყველას. რაც შეიძლება მალე გამოჩნდეს, რომ გუნდი ეხმარება ახალ კოლეგებს აკლიმატიზაციის გავლაში და აძლევენ მიმართულებებს. თავდაპირველად გუნდდთან გასაერთიანებლად, საჭირო იქნება სხვადასხვა სახის აქტივობები.

მიეცით მათ მიმართულება

ძირითადად, თანამშრომლებს არ შეუძლიათ ან არ უნდათ ხოლმე  სამუშაოს დაწყება, სანამ არ ეცოდინებათ უფორისის მოლოდინები კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებით: რა გჭირდებათ  ამისთვის?  განუსაზღვრეთ მიზნები, შესრულების ვადები და ის ღონისძიებები, რითაც შეფასდება მათი პროგრესი; როგორ უნდა გააკეთოთ ეს?  განსაზღვრეთ, რომელი სტრატეგიების გამოყენებაა უმჯობესი მიზნის მისაღწევად, მათ შორის რა აქტივობები უნდა იყოს პრიორიტეტული; რატომ უნდა მისცეთ მიმართულება? იმიტომ, რომ დაანახოთ მათ,  ორგანიზაციის სწრაფვა დაეხმაროს ახალ თანამშრომლებს მიზნებისა და საშუალებების სწორად და სწრაფად რეალიზებაში.

უხელმძღვანელეთ წარმატებისთვის

უფროსები, რომლებიც სერიოზულად უყურებენ  „ეფექტურობის ბორბლის“ იდეას,  უზრუნველყოფენ დროულ დინტენსიურ მხარდაჭერას ახალი თანამშრომლებისთვის. თანამშრომლები ნელ-ნელა სრულად ინტეგრირდებიან და შეეძლებათ დამოუკიდებლად და ნაყოფიერად მოქმედება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დამქირავებელმა მენეჯრებმა გააგრძელონ მუდმივი კომუნიკაცია და გუნდის ხელმძღვანელობა. ჩვეულებისამებრ, მენეჯერები იყენებენ ამ პრინციპებს, „ეფექტური ბორბალი“ არ ნიშნავს მხოლოდ თანამშრომლის აყვანის პროცესს. შესაბამისად, მენეჯერებს შეუძლიათ გამოიყენონ მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს და აჩქარებს თითოეული წევრის გუნდში გაერთიანებას.

უკან