AG International Consulting

კარიერული წინსვლა, როგორც პიროვნული ზრდა

ამ სტატიაში გაეცნობით პროგრამისტის, "Aaron Vegh" კარიერულ გამოცდილებას, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მან მიიღო მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.  

მე ვარ პროგრამისტი და მსურს გიამბოთ ჩემს გამოცდილებაზე. ჩემი უნარ-ჩვევები წარმატების განმაპირობებელი ფაქტორია. სამი წლის წინ დიდი მედია კომპანიის გუნდში გავერთიანდი. ჩემი კლიენტები ძირითადად ცალკეული ადამიანები იყვნენ. სწორედ ამიტომ, მათთან კომუნიკაცია, პროდუქტის გაცნობა და დარწმუნება ბევრად მარტივი იყო. პირველი ყველაზე დიდი შიში გუნდთან მუშაობის პირველ წელს უკავშირდება. ეს არის შეგრძნება, როდესაც თავს საკმარისად პროდუქტიულად და სრულყოფილად არ თვლი. ეს შეგრძნება არასოდეს გტოვებს. წლების განმავლობაში მე გავიაზრე, რომ ასე ბევრი ფიქრობს. ადამიანები გუნდში საკმარისად სრულყოფილად ვერ გრძნობენ თავს და ეს შეგრძნება არასოდეს გტოვებს.

პირველ რიგში, სამუშაოს რომელსაც ჩვენ ვასრულებთ არის რთული და მოითხოვს დიდ ძალისხმევას. თანაგრძნობა ქაოსთან გამკლავების საუკეთესო გზაა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გუნდში სრულყოფილი არავინაა და შესაძლოა შეცდომა დაფიქსირდეს. გარდა ამისა, მუშაობის პროცესში აუცილებელია გამოვიყენოთ ჯანსაღი იუმორი. ეს შეამსუბუქებს დავალებების სირთულეს, გარემოს ბევრად პოზიტიურს გახდის, გაზრდის მოტივაციას თანამშრომლებში და ჩამოაყალიბებს ძლიერ გუნდს. ვისწავლე, რომ არ მჭირდება თანამშრომლებზე შთაბეჭდილების მოხდენა. ვმუშაობ არა მარტო ჩემი თავისთვის და ჩემი მომავლისთვის, არამედ ჩემი მომავალი გუდისთვის და დეველოპერებისთვის, რომლებიც ჯერ არც კი დაუქირავებიათ. მიმუშავია კოდებზე, რომლებიც ამ კოდის შემქმნელის სახელს შეიცავდა, ვინც კომპანია წლების წინ დატოვა. მინდა დავწერო მარტივად აღქმადი კოდი, რომელსაც შემდგომ სხვები შეინარჩუნებენ და იმუშავებენ მისი დახმარებით. ასევე შევიტყვე, რომ დეველოპერის აყვანისას მნიშვნელოვანია ტექნიკური უნარ-ჩვევები და პროფესიული სტანდარტები. როდესაც მარტო ვმუშაობდი, კოდის შექმნის დროს ბევრი დეტალის გათვალისწინება მიწევდა. აპლიკაციაში, რომელსაც შემდგომ მილიონობით მომხმარებელი ეყოლება, მახასიათებლები სწორად უნდა განისაზღვროს. კოდი უნდა იყოს მარტივად აღქმადი. შეცდომა აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს.

და ბოლოს, მე ვისწავლე დამოკიდებულების მნიშვნელოვნება. მე აშკარად არ ვარ ტონი სტარკი, მაგრამ გავაცნობიერე ნდობის მნიშვნელობა, და რაც მთავარია სურვილი, მიიღო სამუშაო ადგილი, რომელიც სხვა დეველოპერებს არ სურთ.  ცხოვრებაში, რაც უფრო მეტი წარმატება მაქვს, მით უფრო რთულია ჩემი დარწმუნება, რომ კონკრეტული დავალების შესრულება არ შემიძლია. სამუშაო არის  პროცესი და უნარ-ჩვევების თანმიმდევრული დემონსტრირება. გუნდის შექმნილი აპლიკაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე აპლიკაცია, რომელსაც მარტო გავაკეთებდი. რკინის კაცი მშვენიერია იმისთვის, რომ ერთ კაცს მოერიოს, მაგრამ ბევრი პრობლემის მოსაგვარებლად, გუნდური მუშაობა ბევრად ეფექტური და პროდუქტიულია.

უკან