AG International Consulting

ლოგოს მნიშვნელობა

ხშირად ადამიანები ლოგოს აღიქვამენ  ბრენდად, მაგრამ ლოგო არის ბრენდის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის სიმბოლო, რომ მომხმარებელმა თქვენი მომსახურება ან პროდუქტი აღიქვას ბრენდად. სანამ ლოგოს შექმნას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია განსაზღვრული გქონდეთ ბრენდის სტრატეგია.

როდის ხართ მზად ლოგოს შესაქმენლად?

თქვენი ლოგოს მისიაა, კარგად წარმოაჩინოს კომპანიის ღირებულებები და მიზნები. ამიტომ, სანამ ლოგოს დიზაინზე დაიწყებდეთ მუშაობას დარწმუნდით, რომ ეს საკითხი მოგვარებული გაქვთ. მნიშვნელოვანია, რომ ბრენდსა და ლოგოს შორის იყოს ლოგიკური კავშირი. თქვენი ლოგო უნდა გამოხატავდეს პროფესიონალიზმსა და განვითარებას, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პატარაა შენი კომანია. თუ ლოგოს დიზაინს სახლში შექმნით დაზოგავთ ფულს, მაგრამ გადაამოწმეთ თქვენი იდეები , სანამ დაიწყებთ მის კეთებას. დარწმუნდით, რომ არჩეული ლოგო არ არის გამოყენებული. არც რეგულარულად მისი განახლებაა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შედეგის მომცემია. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ლოგო განსაზღვრავს მომხმარებლების აღქმას კომპანიის შესახებ. 

როგორ შევქმნათ დასამახსოვრებელი ლოგო?

გაიხსენეთ ლოგო, რომელიც დიდიხანია მოგწონთ... შეიძლება იყოს ფორდ მუსტანგის "galloping steed", როდესაც მას ხედავთ  ავტომატურად ფიქრობთ მანქანაზე, მაგრამ რას იტყვით პირველ ემოციაზე, რატომ ასოცირდება ლოგო პროდუქტთან? იმიტომ, რომ ცხენი არის სწრაფი და მიმზიდველი, ასოცირდება სისწრაფესთან, სილამაზესთან. შესაძლებელია, მომხმარებელს შესთავაზოთ მინიმალისტური და თანამედროვე ლოგოს იმიჯიც, შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების საშუალებით. მაგალითად apple-ის ლოგო რომელიც, არ ასოცირდება ტექნიკასთან, მაგრამ დღეს ის ლიდერი ბრენდია თავის ინდუსტრიაში. თქვენც  შეგიძლიათ აირჩიოთ მსგავსი მიდგომა, ან შექმნათ თქვენეული ვერსია. გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია, იყავით უნიკალურები და ჭკვიანები. 

დასკვნა

სანდო ბრენდი და ძლიერი ბრენდინგის სტრატეგია იყენებს დიზაინს, რომელიც სამიზნე აუდიტორიასთან აკავშირებს და იზიდავს  მომხმარებელს. ამ მესიჯით კი, მოიპოვებთ ნდობას თქვენი ბრენდის მიმართ, რაც  საბოლოო ჯამში, შექმნის განსხვავებას თქვენსა და თქვენს  კონკურენტებს შორის. შეასრულებს კი  თქვენი ლოგო დაპირებას? თუ თქვენი პასუხია არა, შეიძლება დროა, რომ განიხილოთ თქვენი ბრენდის სტრატეგიის გაძლიერება და შექმნათ ახალი ლოგო თქვენი კომპანიისთვის.

 

უკან