AG International Consulting

 17 რჩევა თუ როგორ უნდა შექმნათ საინტერესო ისტორია თქვენი ბრენდისთვის

გულწრფელობა- გულწრფელობა, ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდში. მომხმარებლამდე უნდა მივაღწიოთ პატიოსანი და გამჭვირვალე გზებით. ადამიანები ძალიან სწრაფად ახერხებენ სიმართლის გარკვევას.

მიზანი- ბიზნესში მხოლოდ მოგების მიღების მიზნით მუშაობა არ არის საკმარისი. მას ნამდვილ ბრენდად აქცევს დიდი სურათი, რაც გვეხმარება დავინახოთ ბრენდი ყველა ასპექტში და თავიდანვე აღმოვფხვრათ პრობლემები.

ხედვა - კომპანიის ხედვა გულისხმობს ყველაფერს, თუ რა გავლენა უნდა მოახდინოს შენმა ბრენდმა. ყველაფერი, რასაც თქვენი ბიზნესი ემსახურება, უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის  მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ღირებულებები -პრინციპები, რომელთაც შენი ბრენდი მიჰყვება, ხედვის განხორციელებას უწყობს ხელს. ეს ქმნის თქვენს შიდა ბიზნეს კულტურას. ასევე კარგია, თუ თქვენი ბრენდი გაიზიარებს მსგავს ღირებულებებს, რაც თქვენს მომხმარებლებს გააჩნიათ.

პროდუქტები და სერვისები- ბიზნესის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ძალა არის პროდუქტები და სერვისები. ბრენდის ისტორიაში უნდა გავამახვილოთ მათზე ყურადღება.

გუნდი- კომპანიის მთლიანი გუნდი არის ვალდებული, რომ ისაუბროს ბრენდის ისტორიაზე. თითოეულ თანამშრომელს აქვს მნიშვნელოვანი როლი ისტორიის მოყოლაში. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველას შეუძლია დავალების შესრულება.

სახელი და აღწერა- ბრენდი ვერასოდეს ვერ იქნება სახელის და აღწერის გარეშე, რადგან ორივე ქმნის მას. სახელი უნდა იყოს ადვილად ცნობადი და დასამახსოვრებელი, აღწერა მოკლედ უნდა ამბობდეს ყველაფერს თქვენი ბრენდის შესახებ.

შინაარსი-  თქვენი ბრენდის ძირითადი საყრდენია. ის ამატებს დეტალებს და ხელს უწყობს ხარვეზების აღმოფხვრას. შინაარსი მომხმარებელთა მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, ბრენდის ხმას ასახავს და თქვენი ბრენდის პიროვნებას უსვამს ხაზს.

დიზაინი- ვიზუალი აყალიბებს გარკვეულ შეხედულებას მომხმარებლის მეხსიერებაში, პირველად მომხმარებელი ხედავს ლოგოს.

შენი ქმედებები- ქმედებები განსაზღვრავენ ბიზნესს. ყველა ქმედება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მართავთ თქვენს ბიზნესს და როგორ ურთიერთობთ მომხმარებლებთან.

მომხმარებლის გამოცდილება- ბრენდის ისტორიის მოსმენის დროს მომხმარებლებს უჩნდებათ გარკვეული ემოციები და დამოკიდებულებები, ამიტომ, ისტორიის მოყოლის დროს მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება მომხმარებლის შესაძლო ფიქრებზე. რაც არ უნდა კარგი იყოს თქვენი მარკეტინგი, ის მნიშვნელობას კარგავს თუ თქვენ ვერ შეასრულებთ თქვენს დაპირებებს.

ფასი და ხარისხი- თქვენ შეიძლება იყოთ დაბალ ფასიანი ბრენდი ან ფუფუნების ბრენდი, მაგრამ ხარისხი ყოველთვის მოსალოდნელია.

პოზიცია და აღქმა- აღქმა ხდება რეალობა. შენი მომხმარებელი როგორც აღიქვამს ბრენდს, ამ გზით მიდის შენი ბიზნესიც. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შეგიძლიათ მომხმარებლის მართვა.

დისტრიბუცია- ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიაწვდი მომხმარებელს პროდუქტს თუ მომსახურეობას, მას შეუძლია მოგცეთ უპირატესობა, თუ თქვენი მეთოდი უნიკალურია ან მოსახერხებელი.   

ადგილმდებარეობა- დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის წარმატებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენი ბიზნესის სტრატეგია უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ადგილს და პირიქით. ხილვადობა და ხელმისაწვდომობა ძირითადი ფაქტორია სეგმენტთან საკომუნიკაციოდ და ბიზნესის წარმატებისთვის.

საზოგადოება- თქვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ თქვენი ბრენდის ისტორია. დროთა განმავლობაში აშენებული ლოიალურობა და კლიენტების თანამეგობრობა შეიძლება გახდეს ბრენდის წარმატების ფაქტორი.

რეპუტაცია- ისტორია, რომელსაც მომხმარებელი ყვება თქვენი ბრენდის შესახებ არის ამბავი, რომელიც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს. მხოლოდ პროდუქტი და სერვისი არ განსაზღვრავს ბრენდის ღირებულებას. მის ღირებულებას ხაზს უსვამს: დარწმუნების, იმიჯის შექმნის, სწორი კომუნიკაციის უნარი. კარგი რეპუტაციის შენარჩუნება გრძელვადიანი წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

 

 

   

უკან