AG International Consulting

რომელი ორგანიზაციული სტრუქტურა შეეფერება თქვენს ბიზნესს?!

 ბიზნესის შექმნისას, ყურადღებით უნდა გადახედოთ კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურას. უნდა შეარჩიოთ ზომა, მრეწველობა და მიზანი. თქვენ უნდა იფიქროთ ორგანიზაციულ სტრუქტურებზე, როგორც საკომუნიკლაციო გზებზე. ცუდად ჩაფიქრებული ორგანიზაციული სტრუქტურა გამოიწვევს არასასურველ, არაეფექტურ კომუნიკაციას. კარგად შემუშავებული ორგანიზაციული სტრუქტურები კი, აწარმოებს ეფექტურ საკომუნიკაციო არხებს და ხელს უწყობენ სწრაფსა და სწორ გადაწყვეტილებებს. განვიხილოთ ორგანიზაციული სტრუქტურების რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ფორმა.

ფუნქციური

ფუნქციური სტრუქტურა, ყველაზე ხშირადაა გამოყენებული სხვადასხვა ტიპის ბიზნესში. იგი გახლავთ, ყველაზე მაღალი რანგის აღმასრულებელი სისტემა, სადაც არიან მენეჯერები როგორც: ადამიანი რესურსების, მარკეტინგის, საბუღალტრო და საინჯინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლები არიან აღმასრულებელ დირექტორთან, ხოლო განყოფილებები განლაგებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელების მიერ,  ერთმანეთისგან განცალკავებით. ამ სისტემის ძალა არის ის რომ, ინფორმაცია ადვილადაა ხემლისაწვდომი და სრულყოფილია ბიზნეს გარემო.

მომხმარებელი

თუ თქვენი კომპანია სთავაზობს მომსახურებას, მაგ; როგორიცაა ჯანდაცვა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მომხმარებლის დაფუძნებული ორგანიზაციული სტრუქტურა. ეს უბრალოდ პროდუქტის სტრუქტურის ცვალებადობაა, რომელშიც სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტები იყოფა კონკრეტული კლიენტების ჯგუფებად (მაგ: სტაციონარები, ამბულატორიები და პაციენტები.) თითოეული სეგმენტის მენეჯერები საავადმყოფოს პრეზიდენტთან პირადად თანხმდებიან. ამ ფორმის მიზანია,  თავიდან არიდება დაბნეულობის და სწორად ფუნქციების გადანაწილება.

რეგიონალური

თუ თქვენი კომპანია მართლაც დიდია და იწყებს ეროვნულ თუ გლობალურ წინსვლას, თქვენ გამოყოფილი უნდა გქონდეთ კომპანიის სტრუქტურა და რეგიონული სეგმენტები. ეს არის ფუნქციური სტრუქტურის ვარიაცია- რომელიც შედგება რეგიონალური მენეჯერებისგან, სადაც თქვენი ქვეყანა თუ ქალაქი, ყველაზე მაღალ თანამდებობებზეა. ყველა ასპექტში, არის ლოკალიზაცია: ფასები, უძრავი ქონება და პროდუქტი. მსხვილი კომპანიები, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ ერთჯერადი ფასების სტრატეგია გეოგრაფიულ ბაზრებზე ხშირად უშედეგოა, რადგან ბაზარი ხომ  მცირე რეგიონული კონკურენტებით ცოცხალდება.

მატრიქსი

მატრიქსის სტრუქტურა ხშირად გამოიყენება ვიდეო თამაშებისა და ფილმების მწარმოებელი კომპანიების მიერ. არის სხვადასხვა დეპარტამენტები, სადაც ყველა თანასწორია, მუშაობენ ტანდემში, რათა წარმოადგინონ ერთი საბოლოო პროდუქტი. ამ შემთხვევაში, ძლიერი მენეჯერი, როგორიცაა ვიდეო თამაშის გამომცემელი ან კინორეჟისორი - მოქმედებს როგორც, გუნდის ლიდერი, რათა უზრუნველყოს თითოეული სეგმენტის მონაცემების მიღება. მათ კი უნდა დაასრულონ თავიანთი ცალკეული დავალება. მაგალითად, ფილმის წარმოებისას, ერთი სექცია შეიძლება მუშაობდეს მუსიკაზე, მეორე კი განსაკუთრებულ ეფექტზე. თითოეული გუნდის წევრი მიიღებს გარკვეულ ინფორმაციას. მაგალითად, სპეციალური ეფექტების გუნდს  გადაღებული კადრების მონტაჯი ევალება. კინორეჟისის სამუშაოა- ვებ-გვერდების ყველა თემა დაკავშირებული უნდა იყოს ერთმანეთთან. საბოლოოდ კი წარმოიქმნება მზა პროდუქტი.

სხვა სტრუქტურები

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი კომპანია იყენებს ფუნქციონალური სტრუქტურის ვარიაციას, ყველა სტრუქტურა არსებობს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ პროცესების გამჭირვალედ განვითარებაში. თქვენ უნდა აარჩიოთ თუ რომელი სტრუქტურა შეესაბამეა თქვენს საქმიანობას. ასევე, ახალიც შეგიძლიათ შექმნათ, თუმცა თითოეული მიდგომა მორგებული უნდა იყოს თქვენი ბიზნეს საქმიანობის სფეროს.

უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობის მიზანი არის ის, რომ კომპანიამ შეინარჩუნოს ფორმა და მიაღწიოს შედეგს უმოკლეს ვადაში.

 

უკან