AG International Consulting

რა მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის გუნდურად მუშაობას?!

ბიზნეს გარემოში, გუნდური მუშაობა უმთავრესი ნაწილია გარკვეული ამოცანების მისაღწევად. მართალია, თქვენი კომპანიისა თუ თანამშრომლებისთვის, რთულია სხვადასხვა ტიპის პიროვნებებთან ერთად მუშაობა, მაგრამ არსებობს სარგებელიც; ვიმუშავოთ ერთად, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს!

ჯერ კიდევ 1994 წელს შეიქმნა ტექსტი, რომელიც აფასებდა თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გუნდურად მუშაობა. კერძოდ, “KSA“ 35 პუნქტიანი ტესტია, რომელიც მიზნად ისახავს 14 ინდივიდუალურ KSA- ის მოთხოვნებს გუნდური მუშაობისთვის. მისი მიზანია დაადგინოს სამუშაო კოორდინაცია. KSA ყურადღებას ამახვილებს გუნდურ ორიენტირებულ სიტუაციებზე და პიროვნების მახასიათებლების ნაცვლად შესაბამისი ქცევების ცოდნაზე აკეთებს ტესტირებას, რათა შეაფასოს გუნდური მუშაობისა და სპეციფიკური ქცევის შეფასება. უფრო მეტიც, ის მიზანშეწონილია ორგანიზაციებისთვის, რათა  გაირკვეს მათი პერსონალის გუნდური მუშაობის დონე და ის გზები, რომელთაც შეუძლიათ გააუმჯობესონ გუნდური მუშაობა და კომუნიკაციის უნარი.

გაზიარებული იდეები- უკეთესი იდეებია.

გუნდური გარემოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ჯგუფთან იდეების გაზიარება.  გუნდის წევრებს შეუძლიათ თავიანთი იდეები შეავსონ, განიხილონ თითოეული მიდგომის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ ტიპის თანამშრომლობა უპირატესობას ანიჭებს პროექტს და უბიძგებს გუნდის წევრებს საუკეთესო იდეებისკენ.

ოფისში კი, გუნდის მუშაობამ შეიძლება გაზარდოს ამოცანის ეფექტურობა. როდესაც ჯგუფი თავს დაესხმება პროექტს, ერთად ისინი უფრო კარგად იმუშავებენ, ვიდრე მხარდაჭერის გარეშე. ჯგუფურმა მიდგომამ, შეიძლება  გამოიწვიოს ხარვეზების გამოსწორებაც თქვენი ბიზნესისთვის, ასევე შეუძლია გაუზარდოს პროდუქტიულობა  და მოითხოვოს მეტი თანამშრომლის აყვანა. ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს თქვენს ბიზნესს დააკმაყოფილოს ინდივიდუალური და გუნდური მიზნები.

ანგარიშვალდებულება სუსტი მხარეებისთვის.

გუნდში მუშაობა, არა მარტო ხელს უწყობს ხალხის სხვადასხვა სიძლიერის წარმოჩენას, არამედ მათ შეიძლება დაეხმაროს სუსტი მხარეების აღმოფხვრაში. თუ თქვენმა მენეჯერებმა, გუნდის წევრებს უნდა მისცენ ისეთი ამოცანა, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლების სიძლიერეს. ეს იმას ნიშანავს, რომ ყველა თანამშრომლის უნარი და ნიჭი,  უნდა შეესაბამებოდეს სამუშაოს. ეს კი საწყისია იმისა, რომ შეიქმნას ძლიერი და უფრო კვალიფიციური სამუშაო ძალა. გაუმჯობესდება საოფისე ურთიერთობები, როდესაც ადამიანები ერთ გუნდში მუშაობენ. გუნდის წევრები ერთმანეთს მხარს უჭერენ და ერთმანეთის მოქმედებას ემსახურებიან. გუნდის ურთიერთობა შეიძლება გამოიკვეთოს გუნდური მუშაობის მეთოდებში, რაც გამოწვეულია ოფიციალური გუნდის სტრუქტურისგან. მენეჯერები თანამშრომლებს სხვადასხვა დავალებებს გადასცემენ, თანამშრომლები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, შემდეგ კი ყელა ერთად იბრძვის პრფესიული მიზნების მისაღწევად. ხოლო, გუნდის კონცეფცია ხელსს უწყობს მორალისა და მოტივაციის განვითარებას. როდესაც ინტერპერსონალური ურთიერთობები აყვავდება, თანამშრომლები უფრო მეტად გამოიყენებს ლოიალობას თქვენი კომპანიისთვის და მზად იქნება შეიძინოს კორპორატიული ღირებულებები, რომლებიც განაპირობებს თქვენს ბიზნესს.

 

უკან