AG International Consulting

კომპანიის შესახებ

 საკონსულტაციო კომპანია "AGIC" მოღვაწეობს 2007 წლიდან და წარმოადგენს პროფესიონალების ჯგუფს, რომელიც ფოკუსირებულია ბიზნეს პროცესების განვითარებაზე. დღესდღეობით კომპანიის 25-ზე მეტი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომელი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აუდიტის, ბიზნეს კონსულტაციის, ბუღალტრული და იურიდიული მომსახურების, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში.

"AGIC" გთავაზობთ სრული მომსახურების სპექტრს, რათა თქვენ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენი მომსახურების არეალში შედის: ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახადო ანალიზი, ბიზნეს გეგმების მომზადება, ფინანსური კონსულტაციები, კონსულტაცია ბანკებთან ურთიერთობაში,  მარკეტინგული ანალიზი და სარეკლამო მომსახურება.

ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი აუდიტორების, ბანკირების, კონსულტანტების, დიზაინერების, იურისტებისა და ბიზნესმენებისაგან.

2013 წლიდან "AGIC" მიენიჭა აკრედიტაცია აშშ-ს განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის განხორციელების.

2013 წლიდან კომპანიამ მოიგო გაერთანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტის აუდიტის განხორციელების ტენდერი.

2014 წლის 12 სექტემბერს კომპანია „AGIC“ გახდა საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმების ასოციაცია EuraAudit International-ის სერთიფიცირებული წევრი, რაც საშუალებასგვაძლევს განვახორციელოთ გლობალური და კომპლექსური, სხვადასხვა სირთულის პროექტები ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს 100 მდე ქვეყანაში.

2015 წელს AGIC-ს მიენიჭა მუდმივი წევრის სტატუსის უფლება  USAID–ის მიერ დაფინანსებული პროგრამების აუდიტის ჩასატარებლად. კომპანიას მიენიჭა სერტიფიკატი USAID OIG–ის მიერ ჩატარებული ხარისხის კონტროლის საფუძველზე.