AG International Consulting

რა უნდა გააკეთო, როდესაც თანამშრომელი ტოვებს კომპანიას (en)

რა უნდა გააკეთო, როდესაც თანამშრომელი ტოვებს კომპანიას

ერთ დღესაც თანამშრომელი, რომელშიც ინვესტიცია ჩადე, ასწავლე, ძლიერ წევრად აქცია გადაწყვეტს კომპანიიდან წასვლას. ეს ყველა მენეჯერისთვის კოშმარია. ამჟამინდელი ტენდენციების თანახმათ, ადამიანები ბევრად სწრაფად ტოვებენ სამსახურებს, ვიდრე ადრე. ჩვენ ვიცით, რომ ეს გარდაუვალია. ჩვენი გუნდის წევრები კარიერული კუთხით იზრდებიან, ვითარდებიან. მათ შეუძლიათ განავითარონ საკუთარი როლი კომპანიაში და წინ წავიდნენ. თუმცა, ყველა კომპანია ვერ აძლევს თანამშრომლებს კონკრეტულ ეტაპზე განვითარების საშუალებას.აქ ჩამოთვლილია ის პუნქტები თუ რას უნდა მიაქციონ მენეჯერმა ყურადღება, რათა შემცირდეს თანამშრომელთა გადინება:

მხარი დაუჭირეთ

მიულოცეთ თანამშრომლებს ახალი შესაძლებლობები. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ მიზნის მისაღწევად. უთხარით, რომ კარგი იყო მათთან მუშაობა და დიდი წვლილი შეიტანეს კომპანიის განვითარებაში. ახლა კი დროა მათ უფლება მისცეთ წასვლის.

მადლობა გადაუხადეთ

გაიხსენეთ ყველა დეტალი, რომლებიც თქვენმა თანამშრომლებმა შეიტანეს კომპანიის განვითარებაში.  ხაზი გაუსვით მათ საუკეთესო თვისებებს. მადლობა გადაუხადეთ დროისთვის, რომელიც თქვენს გუნდს დაუთმეს. უთხარით, რომ მათთან მუშაობის პროცესი თქვენთვის სასიამოვნოა.

იყავით ცნობისმოყვარე

ამ ყველაფრის შემდეგ ნათელია, რომ თქვენ მათ მხარს უჭერთ. ასე ბევრად უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნით ინფორმაციის მისაღებად. დაიმახსოვრეთ, შესაძლოა თანამშრომლები არ იყვნენ მზად გულწრფელი საუბრებისთვისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადეთ მათ გახსნას. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს გუნდს გრძელვადიან პერსპექტივაში შეცდომების გამოსწორებასა და განვითარებაში. თანამშრომლებმა შესაძლოა ღიად ისაუბრონ თქვენთან, მაგრამ დეტალებში არ ჩავიდნენ, რადგან ადამიანების უმეტესობა თავს იკავებს ნეგატიური აზრების გამოხატვისგან, უკან მოსასვლელი ხიდის ჩატეხვის შიშით. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ, თუ რას მიიღებენ მომავალი სამსახურისგან. ეს მოგცემთ საშუალებას გაიგოთ რისი შეთავაზება ვერ შეძელით თანამშრომლებისთვის.  

პატივი ეცით მათ გადაწყვეტილებას

უფლება მიეცით თანამშრომლებს დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები კომპანიაში დარჩენასთან დაკავშირებით. თუ ისინი გადაწყევტენ წასვლას უბრალოდ მადლობა გადაუხადეთ შრომისთვის.

გაიგეთ თანამშრომელთა ინტერესები

ზოგჯერ თანამშრომელი უკმაყოფილოა, თუმცა არ არის მზად კომპანიის დასატოვებლად. მათ სურთ დარჩნენ, მაგრამ შიშოებენ, რომ თქვენს გუნდში არ არის ის შესაძლებლობები, რაც მათ სურთ. ისინი შეეცდებიან სხვა სამუშაოს პოვნასა და ხელფასის გაზრდას. დარწმუნდით, რომ მათ ნამდვილად სურთ გუნდის დატოვება. შესაძლოა მათ უბრალოდ როლის შეცვლა სურთ გუნდში ან ხელფასის გაზრდა. თუ მსგავსი საკითხებით პრობლემის გადაჭრა და თანამშრომლის შენარჩუნება შესაძლებელია ჩაუღრმავდით საუბარს.

შეახსენეთ დრო როდესაც ისინი გუნში მუშაობდნენ

არ გააუქმოთ შეხვედრები მხოლოდ იმის გამო, რომ თანამშრომლები გტოვებენ. თქვენ უნდა შეახსენოთ მათ, რომ ისინი თქვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილნი იყვნენ. ეს არის პატივისცემის გამხატულება ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე. აუცილებელია მათ პროფესიონალური კუთხით მიუდგეთ, რადგან შესაძლოა ერთ დღესაც თქვენი მენეჯერი გახდნენ.

არ იყოთ მკაცრი საკუთარი თავის მიმართ

როდესაც თანამშრომელი ტოვებს კომპანიას ეს იმას არ ნიშავს, რომ თქვენ გააკეთეთ რამე ცუდად. ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან კარგად იმუშავეთ მოგემზადებინათ თანამშრომლები ახალი შესაძლებლობებისთვის, გამოწვევებისთვის და შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის. ისწავლეთ თქვენი შეცდომებისგან. უკეთესად დაუჭირეთ მხარი თქვენს გუნდს, შექმენით წარმატებული გარემო და განაგრძეთ წინსვლა.

Back